13 და 14 თებერვალს, 12 საათიდან 14 საათამდე ნინო წილოსანი ლანჩხუთის და ჩოხატაურის მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში მოუსმენს.
ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, დეპუტატის გურიაში ჩასვლა, ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა, მოქალაქეებთან კომუნიკაციას ის არ წყვეტს და დროებით ამ ფორმით აგრძელებს.
13 თებერვალს ონლაინ დიალოგი ლანჩხუთის ბიუროში გაიმართება. 14 თებერვალს კი დეპუტატი ჩოხატაურის მცხოვრებლებს გაესაუბრება.
დეპუტატთან შეხვედრის მსურველებმა წინასწარ უნდა მიმართონ ბიუროებს და ჩაეწერონ. შეგახსენებთ ბიუროების მისამართებს: ლანჩხუთი, კოსტავას ქ. #37. ჩოხატაური წერეთლის ქ. 2. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბიუროს ხელმძღვანელს, მაკა გოგიჩაიშვილს შემდეგ ნომერზე: (599) 389814. (R)