მეცნიერები გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში გადატრიალების მოხდენას ახალი აპარატი "Solitaire Flow Restoration Device" -ით გეგმავენ. მოწყობილობა მჭიდროდ ეჭიდება თრომბს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მის სწრაფ გამოდევნას და სისხლის ნორმალური მიმოქცევის აღდგენას.
ინსულტის მკურნალობის სხვა არსებული საშუალებები მათი გამოყენებიდან მხოლოდ სამი საათის განმავლობაში მოქმედებს, რის შემდეგაც სისხლი ისევ შედედდება და წამლები მასზე გავლენას ვეღარ ახდენს.
"Solitaire Flow Restoration Device"-ს გაცილებით ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს. მოწყობილობას წვრილი მილი წარმოადგენს, რომელიც არტერიაში შეჰყავთ. თრომბი ჯერ მილის ბოლო ნაწილში, მეტალის ქსოვილში ხვდება. ,,დაჭერილი’’ თრომბი ექიმს ფრთხილად გადააქვს მილში. ამ გზით, იგი ნელ-ნელა გამოაქვს სხეულიდან.
ახალი მოწყობილობის ეფექტურობას კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობენ. აპარატმა სისხლის ნორმალური მიმოქცევა პაციენტთა 61% აღუდგინა. მოწყობილობის გამოყენებიდან სამი თვის მანძილზე პაციენტთა 17,2 % გარდაიცვალა, მაშინ, როცა სხვა აპარატით მკურნალობის შემთხვევებში გარდაცვალების 38,2 % დაფიქსირდა.