სტივ მაჰანი 95%-ით უსინათლოა. მან გუგლის მანქანით ქალაქში უსაფრთხოდ იმოძრავა.
გუგლი პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ მისი ქუჩაში გამოყვანა არსებული კანონის გამო არ შეუძლია: კანონის მიხედვით, მანქანა მძღოლის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.
გუგლის მანქანა კი მართვაში მძღოლის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს: წითელ ღილაკზე თითის დაჭერა, მუხრუჭის გამოყენება და საჭის მართვა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, თუ სხვა მანქანა მოულოდნელად გადაჭრის გზას ან წინ მიმავალი მანქანა მოულოდნელად გაჩერდება. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, გუგლის ინსტრუქტორების თქმით, მანქანას თვითონაც შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება გუგლმა შვიდი მანქანა გამოსცადა 1 600 კილომეტრზე მძღოლის ჩარევის გარეშე და 225 ათას კილომეტრზე მძღოლის საჭიროების შემთხვევაში ჩარევით.