სინოპტიკოსების თქმით, ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. მაქსიმალური ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში 1-დან 6 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2-დან +3 გრადუსამდე. ღამით ყინვა კვლავ შენარჩუნდება. ნალექი თოვლის სახით იქნება დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, ნალექი თოვლის სახით იქნება კახეთში. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები აქაც მცირე თოვლს ვარაუდობენ. აქაც იქროლებს აღმოსავლეთის ძალიან სუსტი ქარი. მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდა -1-2 გრადუსის ფარგლებში, დღის განმავლობაში კი ტემპერატურია 0-დან +2 გრადუსამდე იქნება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved