საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტებებს 2 საათზე გააკეთეს.
როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში უთხრეს დეტალები საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.
ამ დრომდე მთავარი პროკურატურა დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებდა და ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა _ რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პატრიარქის მოწამვლას.
ერთადერთი, ვინც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის დაკავება დაადასტურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გახლდათ. ჩუბინიძემ, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი კლინიკაში ყოფნის "მიზანი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა".
ვრცალდ ამავე თემაზე იხილეთ: ექსკლუზივი ბერლინიდან _ რატომ იმყოფება ამ წუთებში პატრიარქთან სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი