რიო დე ჟანეიროში Botafogo-Flamengo-ს საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სიტუაციაზე კონტროლის დასამყარებლად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელთაგან 1 მძიმე მდგომარეობაშია.