“საერთოდ, ქართლელებს უტეხებს ეძახდნენ, რომელიც კარგად გამოჩნდა. ის, რაც გორში აქციის გამართვას წინ უსწრებდა, ანუ ე.წ. ხელისუფლება რაღაცეებს რომ აწყობდა, პასუხად მიიღეს აქციაზე მისული ამდენი ათასი ადამიანი.
ქართლელებმა ყველას დაანახეს რომ, ვიღაც შემთხვევით მოსული ხელისუფლება ვერ იქნება ამ ძლიერი ადამინების ხელისუფალი, რომლებიც ნამდვილ ქართველობას აჩვენებენ.
ქართველობა აუცლიებლად ქართული ღირებულებებით იქნება გაჯერებული” _ განაცხადა კურტანიძემ.