THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწაზე კლიმატი ადამიანების ქმედებების შედეგად 170-ჯერ უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ბუნებრივი ძალების ზემოქმედებით.
მკვლევარების თქმით, 7 000 წლის მანძილზე გლობალური ტემპერატურა 0.01C-ით შემცირდა, მაგრამ ბოლო 45 წლის განმავლობაში 1.7 C-ით მოიმატა, რაც 1 საუკუნის ეკვივალენტის ტოლია და 1998 წლის შემდეგ ჩანაწერების მიხედვით 12 ყველაზე თბილი წელიწადი დადგა.
„ვიდრე ასტრონომიული და გეოფიზიკური, ისევე როგორც ბიუსფერული ძალები ორიენტირებულები იქნებიან ცვლიელბაზე დედამიწის სისტემის მისი 4 მილიარდ წლიანი არსებობის მანძილზე, ადამიანის საქმიანობის გამო უფრო სწრაფად ხდება ეს ცვლილებები“_ამბობენ კვლევის ავტორები.
მათივე თქმით, ნახშირბადის გამონაბოლქვი ატმოსფეროში ყველაზე მაღალია 66 მილიონი წლის მანძილზე“.
„ბიომრავალფეროვნების შემაძრწუნებელმა დაკარგვამ აიძულა მკვლევარები 2015 წელს ემტკიცებინათ, რომ დედამიწის ბიოსფერო მესამე ეტაპის ევოლუციას გადის, მას შემდეგ რაც 3.5 მილიარდი წლის წინ იყო მიკრობული ეტაპი, ხოლო 650 მილიონი წლის წინ კი კამბრიული აფეთქება მოხდა“,_ამბობენ მკვლევარები.
მათი თქმით, ადამიანის ზემოქმედება აისახება დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგზე, ისევე როგორც თბილ კლიმატზე.