საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღეს, სავარაუდოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. გაძლიერებულია პატრიარქის დაცვა. უწმინდესის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი პირადად აკონტროლებს.
ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და ის სამშობლოში დაბრუნებას ერთ კვირაში შეძლებს. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბერლინში მყოფმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„ყველა მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და კარგ მდგომარეობაშია პატრიარქი. რაც შეეხება დაცვას, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან ერთად უზრუნველვყოფთ პატრიარქის უსაფრთხოებას. ამ მხრივ ქართველმა ხალხმა კარგად უნდა იგრძნოს თავი. რაც მთავარია, პატრიარქი კარგად არის", _ ამბობს ჩუბინიძე.