საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წერილი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გუშინ გაავრცელა, შესაძლოა, ნამდვილად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდეს.
ამის შესახებ ბოტკოველმა განცხადება ტვ "პირველი“ ეთერში გააკეთა.
"საკითხები რომლებიც არის ამ წერილში მეც „რუსთავი 2“-ის მეშვეობით შევიტყვე. ეს თემები ნამდვილად შედიოდა მამა გიორგისთან. თემატიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იყოს მისი წერილი. შემხებლობა ჰქონდა. თუმცა, ამ წერილში ასახული ბევრი საკითხი დრამატიზირებულია. აქედან გამომდინარე, მისი ეპისტოლარულ ჟანრში წარმოდგენა და პატრიარქისთვის მიწოდება არასწორად მიმაჩნია", _ აღნიშნა ბოტკოველმა და დასძინა, რომ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეჭირა, ამიტომ მას ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა აუდიენცია პატრიარქთან და შეხვედროდა კიდეც ამ თემებზე სასაუბროდ. აქედან გამომდინარე, ბოტკოველი ფიქრობს, რომ წერილის მიწერის საჭიროება არ დადგებოდა.
ამავე თემაზე:
სკანდალური წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა