მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარ ძმა მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE NEW YOURK POST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მომხდარს სამხრეთ კორეის ხელისუფლება ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ნამს 2 ქალი მოწამლული ნემსებით თავს დაესხა, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთ კორეის აგენტებად მიიჩნევს.
მალაიზიის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი, რომლის იდენტობაც ჯერ-ჯერობითგანსაზღვრული არ არის, აეროპორტიდან საავადმყოფოში მოწამლულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.