"გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო' _ ასე ეხმაურება მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს.
"ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა.
თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან", _ აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის (შიოლაშვილი) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.