“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი – ნინო რამიშვილი და გიორგი მგელაძე; საუკეთესო საგამოძიებო სტატია – ნატო გოგელია, “გურია ნიუსი”,“საუკეთესო სტატია – ნინო ლომაძე, “ინდიგო”; საუკეთესო აუდიო სიუჟეტი ონლაინ მედიაში – სოფიო ვასაძე, რადიო “ჯიპა”; საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი – ნინია კაკაბაძე, “ჯემნიუსი”; საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – გიორგი ლონდარიძე, “სამხრეთის კარიბჭე”; EUMM-ის ჯილდო მშვიდობის ჟურნალისტიკაში – გვანცა დოლუაშვილი, “ჯემნიუსი”; კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში -კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, ფინალისტი გახდა „ლაივპრესის“ ჟურნალისტი ნინო თოლორაია
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს დაარსდა. 2016 წელს კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება.
კონკურსი პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდვით, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.
2016 წლის კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 122 განაცხადი იქნა მიღებული.