ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას მოუწოდებს, საკუთარი პრეტენზიების შესახებ სათქმელი მას პირში უთხრას.
ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა „მოამბის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერლინში განაცხადა.
მეუფე იაკობი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენების შსახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც აკეთებს კომენტარს.
„რა გავლენა უნდა ჰქონდეს?“, – კითხულობს ის და აცხადებს, რომ თეთრუაშვილის მის საქმეში არ ერევა.
რაც შეეხება „ოქროს თევზების“ შესახებ, მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, ეს არასერიოზულია.
„სამი სურვილის ასრულება რომ მინდოდეს, ღმერთს არ ვთხოვდი? არასერიოზულია“ – აცხადებს ის.
მეუფე პეტრე ასევე, არასერიოზულს უწოდებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებებსაც, რომლის შესახებაც ის გავრცელებულ წერილში საუბრობს.
„ციხეშია და არ მინდა მასზე საუბარი“ – აცხადებს ის დეკანოზის შესახებ და დასძენს, რომ მას არ გაესაუბრება.
მეუფე იაკობი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მისადმი შიშს მიაწერს, რადგან, მისი თქმით, „მაიმუნობის საშუალებას“ არავის აძლევს.