აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თავდაპირველად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს მივმართეთ, რომელმაც გვირჩია, თავად გამგებლის მოადგილეს ნესტორ ღლონტს დავკავშირებოდით.
_ არ მჯერა. ეგ არ იქნება სიმართლე. ისე, ჯობია, თავად ნესტორს დაუკავშირდეთ, _ გვითხრა გოგუაძემ.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ნესტორ ღლონტს დაუკავშირდა.
_ ბატონო ნესტორ, როგორც ვიცით, პატიმარი ძმისშვილი გყავთ, დავით ღლონტი.
_ კი, ბატონო.
_ როგორც ამბობენ, თქვენი ძმიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ხმების შეგროვებას სთხოვთ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ არა, არ ვადასტურებ. პატიმარი ძმისშვილი კი მყავს, მაგას კი ვადასტურებ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გათავისუფლდეს, მაგრამ ჩემზე არაა ეგ დამოკიდებული.
_ ამ ინფორმაციას ადასტურებს რამდენიმე ლანჩხუთელი.
_ მანახეთ, დამალაპარაკეთ, შემახვედრეთ. მასე შეიძლება, ბევრი რამ თქვან.
_ წყაროს ნამდვილად ვერ დაგისახელებთ…
_ მაშინ, კარგად შეინახეთ.