https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექვსი თვის წინ დაპირებული საწარმოს გახსნა ჯერაც არ მომხდარა

4:07; 18.07.2012
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

მათ შორის დასახელდა ჩიბათის ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო. გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ამ საწარმოს შექმნისა და ამუშავების ისტორიაზე. მისი ვერსიით, ნორვეგიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლანჩხუთში დაფუძნებულ ა(ა)იპ “აგრობიზნესცენტრს” გადასცა გრანტი, რომლის საშუალებით შეიძინეს მცირე საწარმოო ხაზი და ჩიბათის კულტურის სახლის შენობაში უახლოეს მომავალში მცირე საწარმოს ამუშავება იგეგმებოდა. ჩიბათშივე, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით, სოფლის რამდენიმე მცხოვრებლით დაკომპლექტებულმა კოოპერატივმა გადაჭრა რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ჩაის ნარგავები და შემოღობა ტერიტორია.

ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, დაგვიკავშირდა “ქართული ოცნების” ლანჩხუთის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩიბათელი ელგუჯა ჩხაიძე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩხაიძე ამტკიცებდა, რომ ჩიბათის ჩაის საწარმოს მუშაობა მორიგი სამთავრობო ბლეფია და რომ როლერი, რომელიც მხოლოდ ერთხელ, საჩვენებლად აამუშავეს, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახის ეზოში უმოქმედობისგან იჟანგება: _ შარშან, “ბიზნეს-კურიერში” გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჩიბათში გაიხსნა ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. გახსნას, საგანგებოდ ამ საქმისთვის ჩამოსული გუბერნატორიც ესწრებოდა. მაშინ იყიდეს ჩაი მამათში, მოიტანეს და ერთჯერადად გადაამუშავეს. ამით დამთავრდა ყველაფერი. ამ საწარმომ მთელი საქართველოს საჩვენებლად მხოლოდ ერთ დღეს იმუშავა. დღეს ბრეზენტგადაფარებული უმოქმედოდ დევს, _ თქვა ოპოზიციონერმა.

ჩვენ, ჩიბათში მისულებმა როლერი მოვიკითხეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დანადგარი სოფლიდან წაუღია. ჩიბათის კულტურის სახლიც მოვინახულეთ და იქ ვერც სარემონტო სამუშაოების კვალს, მითუმეტეს, მოქმედ საწარმოს ვერ მივაგენით. საწარმო, რომლის შესახებაც თებერვლის დასაწყისში გვესაუბრებოდა გამგებელი, მთელი ჩიბათის ტერიტორიაზე ვერ აღმოვაჩინეთ. ამ თემასთან დაკავშირებით გამგებლის კომენტარის მოპოვებასაც შევეცადეთ, მაგრამ გამგეობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ჭყონიამ “აგრობიზნესცენტრის” დირექტორთან, გელა ზოიძესთან გადაგვამისამართა; მან გვითხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალში, ყველაზე უკეთ ზოიძე გაგვარკვევდა.

ჩვენც გელა ზოიძეს ვესაუბრეთ:

_ ბატონო გელა! რამდენიმე თვის წინ ჩიბათში ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენით…

_ მე ა(ა)იპ “აგრობიზნესცენტრის” ხელმძღვანელი ვარ. ჩიბათის კულტურის სახლი, რომელიც ამჟამად მიტოვებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი, ჩვენს ფირმას დროებით სარგებლობაში გადმოეცა 20-წლიანი უზურფრუქტით. მთელი ეს დრო დასჭირდა ხელშეკრულებების მომზადებას. ამჟამად შენობაში შეტანილია სარემონტო მასალები და სამუშაოებიც მიმდინარეობს. რამდენიმე კერძო პირის გაერთიანებით შეიქმნა კოოპერატივი “ჩიბათი”, რომელმაც ჩაის პლანტაციის შეღობვისა და განახლების სამუშაოები ჩაატარა. შეიღობა 4 ჰექტარი კერძო პლანტაცია, გადაიჭრა გაველურებული ჩაის ნარგავები და აგვისტოში პირველი მოსავალი უნდა მივიღოთ. აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება მცირე საწარმო, რომელმაც პირველი პროდუქცია უნდა გამოუშვას.

_ ჩვენთან ტრადიციად იქცა, რომ ყველაფრის აშენებას და ექსპლუატაციაში გაშვებას არჩევნების მოახლოვებას უკავშირებენ. ამ შემთხვევაშიც ასეა?

_ რატომაა ასე? არჩევნებამდე ჯერ კიდევაა დარჩენილი რამდენიმე თვე. ჩვენ კი ამ საკითხზე 3 წელია, ვმუშაობთ. მეორე მინისაწარმო ჯურუყვეთში უნდა გაკეთდეს. ის როლერი, რომელიც ჩიბათში ერთ-ერთი სახლის ეზოში იდგა, ჯურუყვეთში გადავიტანეთ.

_ თქვენი ოპონენტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ შარშან საჩვენებელი ნომერი მოაწყვეთ _ მამათიდან ჩამოიტანეთ 30 კილოგრამი ჩაი, გადაამუშავეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი.

_ ჩაი მამათიდანაც ჩამოვიტანეთ და მცირე რაოდენობით ჩიბათშიც მოიკრიფა. იმ ოჯახს, რომლის ეზოშიც დანადგარი იდგა, აქვს კარგად მოვლილი მცირე პლანტაცია და მათთანაც მოიკრიფა ჩაი. მართალია, ეს საჩვენებელი, საცდელი სამუშაო იყო _ გვაინტერესებდა, როგორ იმუშავებდა დანადგარი. ეს დანადგარები ჩვენ უკრაინაში შევუკვეთეთ და დავამზადებინეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ვაპირებთ მის ამუშავებას. ჯურუყვეთში 50 ჰექტარი კერძო ჩაის პლანტაციაა. ამ სოფელში დღემდე არ შეუწყვეტია მოსახლეობას ჩაის კრეფა.

_ ჩვენი ხელისუფლებისთვის ჩაის წარმოება დიდი ხანია, აღარ ითვლება პრიორიტეტულ მიმართულებად. თქვენ რას აპირებთ? რა უნდა უქნათ გამომუშავებულ პროდუქციას? როგორ უნდა იმუშაოთ, როცა სახელმწიფოს ამ მიმართულებით არანაირი სტრატეგია არ გააჩნია?

_ მართალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კარგა ხანია, აღარ ხდება ამ სფეროს სუბსიდირება. სწორედ იმის დამტკიცებას ვცდილობთ, რომ ქართული ჩაის მრეწველობის განვითარება შესაძლებელია და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მომგებიანიც იქნება. მცირე სიმძლავრის გლეხური მეურნეობების შექმნით და ხელშეწყობით, შესაძლებელი გახდება ამის მიღწევა. პროდუქციის გატანას უკრაინაში, ხერსონის ოლქში ვგეგმავთ. ამ თემაზე დიდი ხანია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ლანჩხუთსა და ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აქვთ.

_ ელგუჯა ჩხაიძე აღნიშნავდა, რომ ნოვაია კახოვკა პატარა, არც თუ ისე განვითარებული დაბაა და ლანჩხუთსა და ამ ქალაქს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მითია, ვიდრე სინამდვილე…

_ ეს არის 90 000-იანი ქალაქი, სადაც კარგადაა განვითარებული მანქანათმშენებლობა. ქალაქში მუშაობს გიგანტური ქარხანა, რომელიც სამრეწველო ჯგუფ “იუჟნი”-ის წევრია. ახლა იგი სამოქალაქო პროდუქციასაც ამზადებს. სწორედ აქ შევუკვეთეთ და დავამზადებინეთ მცირე საწარმოსთვის როლერი და საშრობი კამერა. ეს დანადგარები უმაღლეს ტექნოლოგიურ დონეზეა შესრულებული და მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი _ საშრობში შეიძლება არა მხოლოდ ჩაის ფოთლის, არამედ ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობაც.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსერვო საწარმოს გაკეთებასაც გეგმავთ? თუ ესეც მორიგი პიარგეგმაა მოსახლეობის გულის მოსაგებად?

_ აგვისტოდან ამუშავდება მინისაწარმო. როცა ჩაის მიღება და გადამუშავება დამთავრდება, გამორიცხული არაა ხილის მიღებაც დავიწყოთ, ეს დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება მოსახლეობისთვის.

_ გამგებელი ამბობდა, რომ ამ პროექტზე, დაახლოებით, 200 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა.

_ ის, ალბათ, გულისხმობდა მოსახლეობის იმ რაოდენობას, რომლებიც მოკრეფენ და გადასამუშავებლად ჩააბარებენ ჩაის. თვითონ საწარმოში, დანადგარებთან, 10 კაცი იმუშავებს.

“აგრობიზნესცენტრის” დირექტორი დაგვპირდა, რომ ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების გახსნამდე, აუცილებლად მოაწყობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას და მედიას ყველა დეტალს შეატყობინებს. იგი იმის გამოც წუხდა, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ შეიძლება, უარყოფითი როლი შეასრულოს საწარმოს გახსნის საქმეში(?!).

ამ დროისთვის რეალობა ასეთია: ჩიბათში არანაირი ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომლის გახსნასაც 6 თვის წინ გვპირდებოდნენ, არ არსებობს. თუ ადგილობრივი მთავრობა მოინდომებს და ამ საკითხს დადებითად გადაჭრის, “ხელის შემშლელებად” ნამდვილად ვერ გამოვდგებით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

11:41; 18 სექტემბერი, 2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17 სექტემბერი, 2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16 სექტემბერი, 2026

კუნთებზე მზირალი გამგებელი ჩვეული პასუხით "გვიმასპინძლდება"

ეკლესია და პოლიტიკა

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო