გურიაში წუხელ შემდეგ გადაუღებლად თოვს. ბარში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, ხოლო მაღალმთიან სოფლებში ერთ მეტრს აღწევს.
ძლიერ თოვას ქარბუქიც თან ერთვის.
სინოპტოკოსების ცნობით უამინდობა გურიაში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
ამ დროისთვის გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია.