ბუკინგემის სასახლე დედოფლის სოციალური ქსელების სამართავად კადრს ეძებს, ხელფასი კი 30 ათასი ფუნტი იქნება.
ვაკანსია დედოფლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
სრულგანაკვეთიანი სამსახური დედოფლის "ტვიტერის", "იუთუბის" და "ფეისბუქის" გვერდების მართვას ითვალისწინებს. სოცმედიის ადმინისტრატორმა უნდა გააგებინოს მსოფლიოს ელისაბედ მეორის მუშაობისა და სამეფო ოჯახის როლის შესახებ, ასევე, მუდმივად განათავსოს სხვადასხვა ვიზიტის, დაჯილდოების და სამეფო ღონისძიებების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
"თქვენ მიერ შექმნილ მასალას მილიონობით ადამიანი ნახავს," – აღნიშნულია ვაკანსიის ტექსტში.