გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის, თუმცა აღნიშნა, რომ ბრძოლა არის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.
”დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის ( შორენა თეთრუაშვილი) მმართველობა ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარამოდგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.