"რუსთავი2" მაუწყებლობას წყვეტს, _ ეს განცხადება "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
"ჩვენ ისევ სტუდიაში ვბრუნდებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა კამერა არ ჩაირთო, რომ ქვეყანაში არსებული მთავარი მოვლენები გააშუქოს. მე მინდა, რუსთავი 2-ის სახელით, ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. გვერწმუნეთ ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა, ტელევიზიამ მიმართოს. თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. ამ წუთიდან რუსტავი 2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 3-ის ნახევარზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება", _ თქვა უდუმაშვილმა.