"მე არ ვიცი რუსთავი 2-ის ამბები და რის გამო რა ხდება აზრზე არ ვარ.
ვუყურებ პოსტებს და გამწარებული ხალხისაც მესმის, მაგრამ აი ის ხალხი, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ამ არხიდან გახდნენ ცნობადები, მოიწყვეს კარიერა, ხელფასს იღებდნენ, ეთერს პირადი მიზნებისთვის ხშირად იყენებდნენ, ამავე არხის სიუჟეტებით რომ ცხოვრება შეეცვალათ უკეთესობისკენ, ეხლა რომ სხედან და რუსთავი 2-ის გათიშვა სახალხოდ უხარიათ, მაგათზე საშიში ხალხი ქვეყნისთვის და ხალხისთვის არ არსებობს," _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი.