ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე იმიტომ მოვიდა, რომ არ სურს, ხელისუფლებამ რუსთავი2 და სასამრთლო ხელში ჩაიგდოს.
„ეს შემთხვევა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ ზღვარი გადის, ეს ერთხელ თუ გამოუვიდა ხელისუფლებას და გაუვიდა, მერე უკვე არავინ და არაფერი აღარ არის დაცული. ჩვენ ერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას რუსთავი2-ის წინააღმდეგ. მიხარია, რომ ამ დრომდე ვერაფერი ვერ მოახერხა ხელისუფლებამ და იმედი მაქვს, ვერ მოახერხებს,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
მისი აზრით, სჯობს ხელისუფლებამ დღევანდელი აქციიდან დასკვნები გამოიტანოს, რათა მას ეს ზეწოლა ცუდად არ შემოუბრუნდეს. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არასამართლიანი და უკანონო მეთოდებით ბრძოლა რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად, უნდა შეწყვიტოს.