დიდი დანაშაულია ისტორიის წინაშე რუსი ოლიგარქისთვის თავისუფალი ქვეყნის მირთმევა – განაცხადა მწერალმა დავით დეფი გოგიბედაშვილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე.
„ის, რაც სცადა ივანიშვილმა, რომ საზოგადოება ამყოფოს ლეთარგიულ ძილში, ვფიქრობ, დღეის მერე ეს არ მოხდება, რადგანაც არ არსებობს ასეთი რამ ბუნებაში, რომ თამამი, ღია, მაღალი პროფესიონალებით სავსე ტელეკომპანია ასე ადგეს და ერთი გატკაცუნებით წაიღოს. ის არ არის მისი პირადი საკუთრება, ის უყურებს საქართველოს, როგორც თავის საკუთრებას, მაგრამ ის თავისუფლების მტერია, ის შიშებით სავსეა, კომპელქსებით სავსეა. დიდი დანაშაულია ისტორიის წინაშე რუსი ოლიგარქისთვის მირთმევა თავისუფალი ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც გამოიარა ათასი საშინელება", _ განაცხადა დავით დეფი გოგიბედაშვილიმა.