იაპონიის აფთიაქებში გამოჩნდა ახალი წამალი, რომელიც მხოლოდ კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი.
ამ ახალი აბების ერთი სახეობა აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, რაც ხელს უწყობს მოთამაშეებს, უფრო ქმედითად ჩაერთონ თამაშში.
აბების მეორე სახეობა ითვლება საერთოდაც კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთ აქსესუარად, რადგან ხელს უწყობს მონიტორთან დაძაბული ურთიერთობით გამომშრალი თვალის ლორწოვანი გარსის აღდგენას და, ამასთანავე, ათავისუფლებს თავის ტვინს დაძაბულობისაგან.