ლაურა სიჭინავა, ლანჩხუთი:
_ ვერაფერსაც ვერ ვფიქრობ. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც პატრიარქის მოწამვლა შეეძლო.
ნიკო იმნაძე, ლანჩხუთი:
_ დაველოდოთ პატრიარქის ჩამოსვლას.
ზური თავართქილაძე, ლანჩხუთი:
_ საერთოდ არ ვარ ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით.
ადამ ხუხუნაიშვილი, ლანჩხუთი:
_ წესით, ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, კარგია, რომ ფაქტი სააშკარაოზე გამოვიდა. იმედია. ეს სიტუაციის გამოსწორებას ხელს შეუწყობს.
ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი უფრო მგონია.
ელგუჯა კალანდაძე, ჩოხატაური:
_ არ მჯერა პროკურატურის განცხადების. ეს მთავრობა უნდობლობით მოვიდა სათავეში. მოვუწოდებ მათ _ დაანებონ თავი ქართველი ერის დეგრადაციას და დამონებას. სირცხვილია წმინდა მარიამის წილხვედრ ქვეყანაში პატრიარქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება.
ლია სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ არ მჯერა პროკურატურის, რადგან ბრწყინვალე პიროვნებაა მამა გიორგი მამალაძე. მას რაღაცას აბრალებენ და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა.
ვახტანგ უშვერიძე, ჩოხატაური:
_ არაა სასიამოვნო, როცა ასეთი რამ ხდება საპატრიარქოში.
ნელი ბედინეიშვილი, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვერ ვერკვევი მაგ საქმეში.
გურამ სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ ის არ უნდა გაეკეთებინა, რაც გააკეთეს _ ისეთი განცხადება გაავრცელეს, რომ ხალხს ელდა ეცა.
რუსუდან ტაკიძე, ოზურგეთი:
_ უპირველეს ყოვლისა, მინდა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს ჯანმრთელად და კარგად. ძალიან არასასურველი მოსასმენია ეს ყველაფერი _ საპატრიარქოში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება პროკურატურას, ჩემი აზრით, მგონი, ცოტა იჩქარა.
დალი ჭეიშვილი, ოზურგეთი:
_ კარგი ხდება რამე? აირია ქვეყანა, არავის არ სჯერა ამ ხელისუფლების. ღმერთმა პატრიარქი გვიმყოფოს კარგად _ მთავარი ეს არის.