ეს სიტყვა მიხეილ სააკაშვილმა მარჯანიშვილის ქუჩის გახსნაზე თქვა, რომელიც გიგი უგულავასთან ერთად საზეიმო ვითარებაში ჩამოიარა და პომპეზურად გახსნა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, მაგრამ, როდესაც ადამიანს ყოველდღიური პრობლემები აქვს, ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ახალი შენობა, მის უკან მდებარე ბინების ფასს რამდენჯერმე _ 30-60 პროცენტით ზრდის. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად იზრდება შესაძლებლობა ხალხისთვის, ბავშვებისთვის იქმნება უკეთესი პირობები და თბილისი ვითარდება., მაგრამ თბილისში იმდენი პრობლემაა, რომ, ერთი მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და თქვენ ამას ხედავთ, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება არსებული პრობლემები. ადრე ასეთი კონტრასტი არ იყო. ახლა, როდესაც რაღაც კეთდება, ბუნებრივია, დიდი კონტრასტი ჩნდება იმასთან შედარებით, რასაც ჯერ არ შევხებივართ. ხალხის მოთხოვნაც სულ უფრო იზრდება – რაც უფრო მეტი კეთდება, ხალხს უფრო მეტი უნდა და ეს ბუნებრივიცაა”, _ განაცხადა სააკაშვილმა.
“გურია ნიუსმა” ამ მარჯანიშვილის ქუჩაზე, მასშტაბური მშენებლობის ფასადებს მიღმა შეიჭვრიტა. ფასადებს მიღმა, აი ასეთი საქართველოა: