სოფელ ქვაბღაში მიმავალი ავტომანქანა “კამაზი”, რომელიც 2 ტონა ცემენტით იყო დატვირთული ამობრუნდა და მძღოლი, 60 წლის სოსო ლომინაძე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ლომინაძე ერთ-ერთ მოსახვევში მანქანის მობრუნებას ცდილობდა და, სავარაუდოდ, საჭე გაექცა. როგორც გვითხრეს, “კამაზი” რამდენჯერმე გადაბრუნდა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავტოავარიის დეტალების გარკვევას პოლიცია ცდილობს.