https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

    დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

    ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს არაკოლეგიალობაში ადანაშაულებენ

20:07; 25.07.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ბატონო კახა, თქვენ მოლაპარაკება გქონდათ “ქართული დასის” ლიდერთან ჯონდი ბაღათურიასთან და როგორც ვიცით, გარკვეულ შეთანხმებამდე მიხვედით.

_ არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. გვქონდა ერთი შეხვედრა. ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას თანაშრომლობისთვის. უბრალოდ, მარტივი ამბავია, ერთი პარტია ორ საარჩევნო ბლოკში ვერ იქნება. თუ ის ჩამოყალიბდება რომ თანამშრომლობა სურს ჩვენთან და არა “ქართულ ოცნებასთან”, მზად ვართ, გულში ჩავიხუტოთ.

_ თქვენ თუ გამოთქვით კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის სურვილი?

_ რა თქმა უნდა. აუცილებელია “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა, რადგან ჩვენს კოალიციას და “ქართული ოცნების” კოალიციას სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში ჰყავს ლიდერი ოპოზიციონერი კანდიდატი.

ჩვენ მივმართავთ კოალიციის ლიდერ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მესმის ახლა, იქ “რესპუბლიკელებს” თავისი შეხედულებები აქვთ ამ საკითხზე, “ფორუმს” _ თავისი, მაგრამ ყველაზე მაღლა დგას საერთო ოპოზიციური და სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს მაჟორიტარული ოლქები. ცალკე ვერც “თავისუფალი საქართველო” და ვერც “ქართული ოცნება” ამ ოლქებს ვერ მოიგებს. ვისაც აინტერესებს რატომ, გთხოვთ იხილოთ არქივი 2008 წლის საპარლამეტო და საპრეზიდენტო არჩევნების და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები.

_ თქვით, რომ “რესპუბლიკელებს” თავისი აზრი აქვთ, “ფორუმს” _ თავისი, თქვენს ახალ კოალიციაშიც სამივეს ხომ თქვენ თქვენი აზრი გაქვთ?

_ ჩვენი აზრი რომ გვაქვს, კოალიციაში არ ვიჩემებთ იმას, რომ რომელიმე ოლქში მაინცდამაინც წარდგენილი იქნეს რომელიმე სუბიექტი იმისთვის რომ დავაწყნაროთ მისი ამბიციები. ჩვენთან არ არის ასეთი მიდგომა. ვფიქრობ, მიდგომა უნდა იყოს ასეთი _ გამსვლელი კანდიდატები დავასახელოთ ყველგან.

დღეის მდგომარეობით, ყაზბეგის მაჟორიტარის, მირიან წიკლაურის გარდა, რომელიც კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა, არცერთს არ აქვს 1% მოგების შანსი.

_ რატომ?

_ მარტივად გიხსნით, დღევანდელი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უნდა აიღო 51 % პირველივე ტურში. ეს არ არის ის სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროს იყო, როცა შეგეძლო აგეღო 20% ან 30% და მეორე ტურში გადასულიყავი. აქედან გამომდინარე, 51%-იანი შანსი ვის აქვს?! გადახედეთ წინა არჩევნებს, რომელსაც გნებავთ. ასეთი რაღაცეები არ ხდება. ის ხალხი კაცო, ვინც გუშინ სხვა საქმით იყო დაკავებული და დღეს მოვიდა პოლიტიკაში, შეიძლება ამ საკითხს არ უყურებს სერიოზულად, მაგრამ არსებობს ეს გამოცდილება. გადახედეთ…

ადამიანებს ჰგონიათ ხანდახან, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით ჯოხს დააყენებენ სადღაც და ჯოხი აიღებს 51%. არ მოხდება ასე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საპარლამენტო არჩევნების გამოცდილება არსებობს.

20 000 ხმა ავიღე გლდანში და წავაგე. არ არსებობს ასეთი რამ, არ მომხდარა საქართველოს პარლამეტის ისტორიაში რომ 20 000 ხმით მაჟორიტარს წაეგო. კოკა გუნცაძემ აიღო 40% და წააგო ჩუღურეთის რაიონში არჩევნები. იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა არის ასეთი.

_ თქვენ “ქართული ოცნების” ყაზბეგის მაჟორიტარზე მირიან წიკლაურზე განაცხადეთ, რომ ის მოიგებს არჩევნებს. საგარეჯოში წარდგენილი ჰყავთ თინა ხიდაშელი (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)

_ ახლა რა გინდათ თქვათ?! პირველი ტური… საგარეჯოში 12 ტური რომ ჩატარდეს, მაინც ვერ მოიგებენ მაგ არჩევნებს.

_ დავით უსუფაშვილი საბურთალოს რაიონში (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)

_ ვერცერთი ვერ მოიგებს კაცო, გესმით! ვერცერთი! 51% უნდა აიღონ. ლოგიკურად ხომ ვამბობ რაღაცას. საპარლამეტო არჩევნები ავიღოთ და თბილისის 2008 წლის შედეგები. ოპოზიციამ აიღო 70%-მდე თბილისში, ხელისუფლებამ 30%-ზე ცოტა მეტი. 10-დან 8 დეპუტატი გაიყვანა ხელისუფლებამ. აი ასეთია საარჩევნო სისტემა დღევანდელი კონფიგურაციით. თბილისის 10-ივე ოლქს ოპოზიცია წააგებს. ამაზეა საუბარი. არადა გვაქვს 10-დან 8 ოლქის მოგების შანსი.

რთული იქნება სამგორი, კრწანისი და ისანი, რადგან ტრადიციულად, რთული რაიონებია მაგრამ 7 – 8 ოლქის შანსი კი არა, ლამის გარანტია აქვს ოპოზიციას, თუ მოხდება ერთიანი კანდიდატების დაყენება.

რა ლოგიკა არის?! ავი ძაღლის პრინციპია?! მეც წავაგებ, სხვებმაც წააგონ?!

_ არ გქონიათ საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალ პარტიებთან?

_ ჯერჯერობით, უკონტაქტო ურთიერთობები გვაქვს.

_ რატომ?

_ ჩვენი მიზეზით არა. ჩვენ დღესაც გამოვხატავთ სურვილს, ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო არ ხერხდება, რომელიც მუდმივად მოიძებნება. ეს ჩვენ არ გაინტერესებს, ყველა კოალიცია თვითონ ირჩევს სტრატეგიას. მე უბრალოდ მინდა საქართველოს მოსახლეობამ – 4 000 000 კაცმა, არჩევნებამდე ამას კიდევ 200-ჯერ გავიმეორებ, იცოდეს, თუ მაჟორიტარი კანდიდატები წააგებენ არჩევნებს იმის გამო, რომ ოპოზიციური კანდიდატების ხმები გაიყოფა, ეს იქნება კონკრეტულად იმ კოალიციის ბრალი და იმ პოლიტიკური ძალების ბრალი, რომლებიც მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებაზე იტყვიან უარს.

ჩვენ დღესაც, გუშინაც და ხვალაც ვიყავით და ვიქნებით  კანდიდატებზე შეთანხმების მომხრე.

_ ხშირად საუბრობენ თქვენი და რუსეთის ურთიერთობებზე…

_ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც მე შევხდი რუსეთის ფედერაციაში, გენადი ონიშენკო იყო. მასთან ვმართავდი მოლაპარაკებებს ქართული ღვინის რუსეთში დაბრუნების შესახებ.

ჩემი რუსული ორიენტაციის შესახებ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ ლავროვს და მართავდნენ მოლაპარაკებებს თავიანთი პარტიის დაფინანსების შესახებ. თუ ამაში ხედავთ რამე სინდისის ნატამალს და ლოგიკას, მითხარით. ლავროვს შეხვდნენ, საკუთარი პარტიის ფინანსების მოძიებაზე ელაპარაკებოდნენ…

_ ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძე ან თქვენ კოალიციაში იქნება, ან “ქართულ ოცნებაში”. ჯერ-ჯერობით არსად არ არის გაერთიანებული. მიმდინარეობს თუ არა ბურჯანაძესთან თქვენს კოალიციაში გაერთიანებაზე საუბარი?

_ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს ქალბატონმა ნინომ. ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ლიდერი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას.

_ ნინო ბურჯანაძემ დამოუკიდებლად რომ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა რომელიმე რაიონში, როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებს?

_ მარტო?! სხვებთან შეთანხმების გარეშე?! რა თქმა უნდა, ვერ აიღებს ხმებს. მე “ოცნების” წინააღმდეგ კი არ მაქვს გართულება, პირიქით “ოცნებას” ყველაზე მეტი შანსი აქვს მიუახლოვდეს იმ 50% ბარიერს. სხვებს უფრო ნაკლები შანსი აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შანსი არცერთს არ აქვს.

_ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გადალახოს 50% ბარიერი, აუცილებელია ოპოზიციური ძალების კოალიციაში გაერთიანება?

_ კოალიციაში გაერთიანება არ არის აუცილებელი. ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა კოალიცია, მაგრამ, ჩვენ რომ დავაყენებთ კანდიდატს საბურთალოზე, მოგვიხსნას კოლეგა ოპოზიციურმა ძალამ თავისი უშანსო კანდიდატი. ისინი რომ დააყენებენ მაწმინდაზე კანდიდატს, ჩვენ არ დავუყენებთ მას კონკურენტ კანდიდატს.

ჩვენს კოალიციას 73 – ივე ოლქში ეყოლება საკუთარი კანდიდატი. დაველოდეთ, ძალიან კოლეგიალურად მოვიქეცით. მაგალითად, მე ველოდებოდი… გურიაში სამიდან _ სამივე ოლქში დააყენეს, ქართლში ოთხიდან – ოთხივეში, თბილისში 10-დან _ ათივეში. გასაგებია, დელიკატურობის დრო დამთავრდა. ახლა ჩვენც ამ პრინციპით 73-დან 73-ვეში დავაყენებთ. მერე თუ ექნებათ სურვილი, შევთანხმდებით. არ ექნებათ სურვილი, ნუ ექნებათ. თუ არ ექნებათ შეთანხმების სურვილი და ექნებათ დამარცხების სურვილი, – დამარცხდნენ! მე რა ვქნა?!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

x
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები

09:22; 1 მარტი, 2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

09:03; 1 მარტი, 2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13:34; 28 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული

11:40; 28 თებერვალი, 2026

პრეზიდენტის ანაკლიაში ვიზიტს უსისხლოდ არ ჩაუვლია

"სად შემიძლია ამდენი ნერვიულობა!" _ რაზე უნდა უნდა მოვთხოვოთ პასუხი დავით ბაქრაძის სიმამრს

ყველა სიახლე

სამართალი

ავტომობილში კაცი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და გარდაიცვალა

9:40; 1.03.2026
ზაფრანი

„მოდის, მოდის გენიალური სესილია…“

9:30; 1.03.2026
x
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები

9:22; 1.03.2026
ზაფრანი

რა კურიოზი გადახდა თავს ანსამბლ “ფაზისს”

9:13; 1.03.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

9:03; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

8:45; 1.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

8:40; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

23:55; 28.02.2026
მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო