შოთა ფირცხალაიშვილს ქრონიკული ობსტრუქციული პრონქიტი აქვს. ნერვიულობის ნიადაგზე მას ასთმური შეტევა დაემართა და ლანჩხუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დასჭირდა მკურნალობის გავლა.
საავადმყოფოში მისულებს პაციენტის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებული დაგვხვდა. ლანჩხუთის საავადმყოფოს ექიმმა თერაპევტმა დავით ურუშაძემ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფირცხალაიშვილი გადატანილი ნერვული სტრესის მსხვერპლი გახდა: _ ამის ფონზე მას განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა, მარცხენა ხელ-ფეხში ძალის დაქვეითება, რაც გამოიწვია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნებმა, რასაც შესაძლებელია ინსულტი მოჰყოლოდა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ინსულტის საფრთხე გამოირიცხა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მის გაწერას ჯერ არ ვჩქარობთ, _ აღნიშნა ექიმმა.
შოთა ფირხალაიშვილმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში ინჰალაციურ თერაპიას გადიოდა, “გურია ნიუსს” უთხრა, რომ ნერვული შოკი ბანკში გაგებულმა ახალმა ამბავმა გამოიწვია. იგი არ გამორიცხავს, რომ ჯარიმა დაკისრებული ჰქონდეს მის მეუღლესაც, რომელიც, აგრეთვე, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობდა და სახელფასო ანგარიში “საქართველოს ბანკში” აქვს გახსნილი.