მისი განცხადებით, ყოვლად გაუგებარი და დაუსაბუთებელია შიდა საორგანიზაციო საკითხებისა და გამგეობის წევრი მარკ მალენის ბიზნეს-ინტერესების ერთ ჭრილში განხილვა.
შეგახსენებთ, რომ მარკ მალენს აქვს წილი საინვესტიო კომპანია “გეოკაპიტალში” და აქვს კერძო სასტუმრო.
“მარკ მალენს ადრეც ჰქონდა ეს ბიზნესი და ამის გამო ჩვენი ორგანიზაციის ობიექტურობა არასდროს დამდგარა ეჭვ ქვეშ. ამიტომ, გაუგებარია რატომ ხდება ამ საკითხით სპეკულირება,” _ აცხადებს გიგაური “გურია ნიუსთან” საუბარში.
ორგანიზაციის მიერ პროგრამის მენეჯერის, ნინა ხატისკაცის გათავისუფლება რეზონანსული აღმოჩნდა. დასახელებული მიზეზი- ორგანიზაციის შიდა საორგანიზაციო საკითხი, მედიისა და არასამთავრობოთა წარმომადგენლებისათვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა. გამოითქვა ეჭვები, რომ ორგანიზაცია მომავალში ლოიალური გახდება ხელისუფლების მიმართ. “გურია ნიუსთან” საუბარში ეკა გიგაური ამ პროგნოზებს აბსურდულს უწოდებს :
“დღეს, ჩვენს მიერ წარმოდგენილმა სადაზღვევო ბაზრის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც იგივე პოლიტიკას წარმართავს და არაფერის შეცვალს არ აპირებს.”
გიგაურის განცხადებით, ნინა ხატისკაცის შემცვლელი შერჩეულია, ის ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.