გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხელმოწერები და პირადი ნომრები ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სახელით გროვდებოდა.
როგორც “ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, ქალბატონმა წერილობით დაადასტურა მომხდარი ფაქტი: _ ამ შემთხვევას ჩვენი აქტივისტები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ეს ახალი ხრიკია. ჩვენ შეგნებულად არ დავასახელეთ ის ადამიანი და არ გამოვაქვეყნეთ ხელწერილი, რადგან შიდა მოკვლევა წარმოებს, იმის გასარკვევად რასთან გვაქვს საქმე. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ თქვენც წერდით მსგავს ფაქტზე, რომელიც ოზურგეთის ცენტრში მოხდა, ამიტომ ჩვენ დეტალებს დავადგენთ, ეს განცხადება კი პრევენციის მიზნით გავავრცელეთ, _ აღნიშნა კვაჭანტირაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
“ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბში ამ ფაქტს, მორიგ პროვოკაციად აფასებენ, და არ აკონკრეტებენ, ვისზე აქვთ ეჭვი. თუმცა, ამბობენ, რომ ქალბატონმა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებდა, დაადასტურა, რომ “ნაციონალურ მოძრაობის” აქტივისტია.
ჩვენ შევეცადეთ აღნიშნულ თემაზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.