მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრი ზემოთხსენებული ინფორმაციის სინამდვილეს არ ადასტურებს:
_ რადგან წერილში არ სახელდება ქალბატონის ვინაობა, მაგრამ ასახელებენ მის თანამდებობას, გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სოფელ ნატანებში არის ორი საბავშვო ბაღი, რომელთა ხელმძღვანელები ქალბატონი თეა სამხარაძე და ქალბატონი ვიოლეტა ცერცვაძე არიან, რომლებიც უარყოფენ მსგავსი ფაქტის არსებობას. იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, გთხოვთ გაგვაცნოთ დოკუმენტი, რომელზეც, როგორც წერილში ადასტურებენ, ხელს ნატანების საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი აწერს. _ აცხადებს მაკა ჭყონია.
შეგახენებთ, დღეს “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ერთერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ქალბატონი ცარიელ თაბახის ფურცლებზე მოსახლეობაში აგროვებდა ხელმოწერებს და მოქალაქეთა პირად ნომრებს, თითქოსდა ბ–ნი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სახელით ერთერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. მას შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთნენ ჩვენი აქტივისტები და დააფიქსირეს, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს “ქართულ ოცნებასთან” ქალბატონმა განაცხადა, რომ მას შეეშალა და ეგონა, რომ აღნიშნული პარტია კოალიციაში შედიოდა”.