საუბრობენ იმაზეც, რომ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობაზე კონსულტაციები როლანდ ახალაიასთან დაიწყო.
წყაროს ინფორმაციით, ქობალია მმართველი გუნდისგან გარანტიას ითხოვს გამგებლის პოსტის შესანარჩუნებლად და კოალიცია “ქართულ ოცნებათან” ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“გურია ნიუსი” ალექსანდრე ქობალიას დაუკავშირდა, რომელმაც ამ ყველაფერს “დიდი სისულელე” უწოდა და განგვიცხადა, დანარჩენი იმან გითხრათ, ვინც ეგ სისულელე მოიგონაო.
“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციაში რაიმე სახის შიდა არეულობას კატეგორიულად უარყოფს “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტარი ლაშა დამენია.
_ ბატონო ლაშა, ზუგდიდში საუბრობენ იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შიდა დაპირისპირებაა.
_ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ზუგდიდის “ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არსებობს.
რაც შეეხება თქვენს კითხვას გავრცელებულ ჭორზე, თითქოს ალიკა ქობალია “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებას აწარმოებს, ფანტაზიის ზღვარს გადაცილებული სისულელეა.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, რამდენი თვეა აქ ვარ და მათი ნამუშევარი არაფერი მინახავს. ელემენტარულად, “ქართული ოცნება” ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატს ვერ პოულობს. ცოტა მეეჭვება მათთან სერიოზულ ხალხს თანამშრომლობის სურვილი გასჩენოდა.