„გურია ნიუსის“ დასმულ სამ კითხვაზე, (არის თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ან წევრი სოფელ ნატანებში ხათუნა გოგუაძე, თუ არის, რომელი წლიდან არის და რა ევალება მას პარტიაში.) ლია კილაძემ ერთდროულად გვიპასუხა:
_ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. ამ კვირაში ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები უსაფუძლოდ „ამხელენ“ მმართველ პარტიას მისი დისკრედიტაციის მიზნით და სასურველ „ინფორმაციას“ მოიპოვებენ ადამიანის უფლებების უგულვებელყოფით და ჭორებზე დაყრდნობით. მიუხედავად, ამისა, პირადი ინიციატივით გადავამოწმე ნატანების ფაქტი. დასახელებული პიროვნება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივში არ არსებობს, _ ამბობს ლია კილაძე.