“ქართული ოცნების” ადგილობრივმა ლიდერებმა მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მათ ადგილობრივმა სამღვდელო პირებმა სთხოვეს აქციის გადადება, ამის მიზეზად კი ახალახან ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელისადმი პატივისცემის გამოხატვა დასახელდა.
ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ნოდარ ვენჯელაშვილი რამოდენიმე დღის წინ დაიღუპა, მისი დაკრძალვა კი ჯერ არ შემდგარა.
ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთში მოქმედი ერთ–ერთი ეკლესიის წინამძღვარს. მან დაგვიდასტურა, რომ აქციის გადადება მიცვალებულისადმი პატივისცემის გამო, მართლაც უთხოვიათ პოლიტიკოსებისთვის.
“ქართული ოცნების” შტაბის წევრები განმარტავენ, რომ საპროტესტო აქცია ორშაბათს გაიმართება.