შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა და კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.