“კოალიცია “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობისადმი. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17-პუნქტიან დოკუმენტსაც და აიღო მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება” _ აღნიშნულია განცხადებაში.
თუმცა, კოალიცია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ქცევის წესებს სისტემატიურად არღვევს და მოუწოდებს შესაბამის ორგანიზაციებს, ამ ფაქტს ობიექტური შეფასება მისცეს:
“კოალიცია “ქართული ოცნების” შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული ქცევის წესების სისტემატური დარღვევა. კერძოდ, ბოლო დღეებში აჭარაში კვლავ დაფიქსირდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებაში ჩათრევის მცდელობა.
მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და ობიექტური შეფასება მისცენ მომხდარს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით,” _ აღნიშნავენ “ქართულ ოცნებაში”.