აქვე იმყოფებიან “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი და მედიის წარმომადგენლები.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომელთა ოფისი ზუსტად “ქართული ოცნების” მოპირდაპირე მხარესაა, ყურადღებით აკვირდებიან ხალხმრავლობას “ქართულ ოცნებაში.”
როგორც მოგეხსენებათ, “გურია ნიუსმა” ამ წუთებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბნის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელი ანზორ დუმბაძე მმართველ პარტიას ტოვებს და “ქართულ ოცნებაში” გადადის.
როგორც ის აცხადებს, მან “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებული ვერაფერი დაინახა და ამიტომ მზად არის, გვერდით დაუდგეს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს.