როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩვენი წყარო ამბობს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
თვად ნიკოლაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ იქნება იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდება.
საერთოდ,იმ ინფორმაციის უარყოფა, რომელიც მალე მართლდება, ნაციონალებს წესად აქვთ, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, გავლენიანი მინისტრი ოზურგეთის მაჟორიტარ კანდიდატად ვიხილოთ.
თუ ეს ასე მოხდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველ პარტია ოზურგეთში დიდ წინააღმდეგობას ელოდება და სწორედ ამიტომ აპირებს ბრძოლაში ნიკოლაიშვილის ჩართვას.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაასახელებს ნაციონალური მოძრაობა კანდიდატებს ოფიციალურად, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, წინ დიდი სიურპრიზები გველოდება.