_ ზეთში შემწვარი კარტოფილი რომ ხრაშუნა გამოვიდეს, მარილი ბოლოს მოაყარეთ.
_ ნამცხვარი რომ ფორმას არ მიეკრას, მხოლოდ ცხიმის წასმა არაა საკმარისი, კარგი იქნება თუ საფანელს (დაფქულ ორცხობილას) მოაყრით.
_ კარტოფილის ნაჭრები ტაფას რომ არ მიეკრას და არ ჩაიშალოს, შეწვის წინ დაჭრილი კარტოფილი ცივ წყალში გააჩერეთ, მერე კი შეწვის წინ გააშრეთ.
_ მწვანე ბარდამ ხარშვისას რომ სიმწვანე შეინარჩუნოს, წყალში მცირეოდენი შაქარი დაუმატეთ.
_ ქამბალას სპეციფიკური სუნი აღარ ექნება, თუ დამუშავებისას მუქ კანს გააცლით.
_ თუ მცირეოდენ გახეხილ მუსკატის კაკალს ჩაუმატებთ ადუღებულ ზეთში, მასში შემწვარი თევზი ოქროსფერი და არომატული გამოვა.
_ ცხიმიან თევზს, მაგალითად, პალტუსს, ქამბალას მჟავე სოუსები უხდება _ ტომატის, ხახვის, ტყემლის; ხოლო ხეკი, სკუმბრია, სტავრიდა კარგია მაიონეზით ან არაჟნის, მოხარშული კვერცხისა და კარაქის ნარევით.
_ დამარილებული თევზი ცოტა ხნით ცივ წყალში ჩადეთ, რომ გაიჟღინთოს და ადვილად გაძვრეს კანი.
_ დანას თევზის სუნი არ ექნება, თუ მარილით გაწმენდთ.
_ მოშუშული ხახვი ოქროსფერი გამოვა, თუ შეწვის წინ ფქვილში ამოავლებთ.
_ დამარილებულ ქაშაყს (“სელიოდკას”), ცივ მოხარშულ თევზს და ხორცს გარნირად ძალიან უხდება ხახვის დამწნილებული წვრილი ბოლქვები.
_ მუნდირში მოხარშული კარტოფილი უფრო გემრიელი იქნება, თუ ხარშვისას წყალს ცოტაოდენ ძმარს დაუმატებთ ან ნივრის კბილს ჩააგდებთ.
_ თუ წყალს ცოტაოდენ ზეთს ჩაუმატებთ, კარტოფილი უფრო ჩქარა მოიხარშება.
_ კარტოფილი მარილწყალში, დაბალ ცეცხლზე უნდა მოიხარშოს.
_ კარტოფილის კატლეტები ფუმფულა გამოვა, თუ ცოტაოდენ სოდას დაუმატებთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved