საქართველოს ნაკრებში მყოფმა ოზურგეთელებმა თემურ კვაჭაძემ და გიორგი ხუჭუამ წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. შესაბამისად, თემურ კვაჭაძემ 58 კგ წონით კატეგორიაში III ადგილი დაიკავა, გიორგი ხუჭუამ კი 55 კგ წონით კატეგორიაში _ მეოთხე ადგილი.
გამარჯვებულ ჭაბუკთა მწვრთნელების ალექსანდრე ბოლქვაძისა და ირაკლი ზურაბიანის თქმით, ბიჭებმა ყველაფერი იღონეს ამ წარმატების მისაღწევად.