ასევე გასაიდუმლოებულია ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე კორპუსის, სარემონტო სამუშაოების მშენებელ-ინჟინრის ვინაობაც, რომელიც "გურია ნიუსთან" ვინაობას არ ამხელს.
ამ დროს ამ კორპუსის მცხოვრებლების ბინებში წვიმის წყალი ჩადის. როგორც ისინი აცხადებენ, მათი პატრონი არავინაა, არც პასუხს სცემს ვინმე. ერთერთი დაზარალებული ლუიზა ქორიძე ამბობს, რომ როცა ბინაში მთელი ღამის განმავლობაში თავზე აწვიმდა, დილით, რამდენიმეჯერ თხოვა მშენებელ-ინჟინერს, რომ მოსულიყო და ზარალი ენახა, თუმცა, ქორიძის განცხადებით, მან ყურადღება არც კი მიაქცია.
საქმის მწარმოებელი ჟურნალისტების დანახვაზე აგრესიული გახდა. ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი ამდენ ზარალზე და ვინ დაეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას, ასე გვიპასუხა: _ დაეხმარეთ თქვენ თვითონ, მაგრამ, თქვენ წერის მეტი არაფერი იცით! _ თუმცა, არ უთქვამს, ჟურნალისტებმა წერის გარდა, კიდევ რა უნდა ვიცოდეთ _ სახლის გადახურვა თუ კედლების შებათქაშება!