შეხვედრას რესურსცენტრის უფროსი ირინა ინარიძე უძღვებოდა. რამაზ ნიკოლაიშვილმა სკოლების დირექტორებს უამბო რეგიონში მიმდინარე მრავალ სამუშაოზე და სლაიდების მეშვეობით გააცნო ბახმაროში მიმდინარე მშენებლობები.
სკოლის რამდენიმე დირექტორმა დახმარება ითხოვა სკოლის შენობის გასარემონტებლად ან სულაც, ახლის აშენების აუცილებლობაზე განაცხადა. რამაზ ნიკოლაიშვილმა განუმარტა მათ, რომ საჭიროა ჩამოწერონ, ძირითადად, რა სახის სამუშაოების ჩატარება სურთ და დახმარება აღუთქვა.
მინისტრმა შეხვედრაზე პატრიარქის მიერ მისი დაჯილდოების შესახებ აღნიშნა.
_არ მოველოდი ასეთ ჯილდოს და ეს ძალიან ბევრს მავალებს, _ უთხრა მან დირექტორებს.