საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 804.9 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 467 ათასი ადამიანია.
ასევე, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6541 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 19,273,991.41ლარს შეადგენს.