ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში 5 ახალი პაციენტია შემოსული, რომელთგან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
„ინფექციურ საავადმყოფოში 5 ახალი პაციენტია შემოსული, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო. მასთან შესაძლებელია დაავადების პროგრესირება დადგეს. ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვით. დინამიკაში მოხდება მისი მონაცემების შეფასება და მერე შევძლებთ იმის თქმას, სტაბილურია მისი სიტუაცია თუ პროგრესირებს.
არასრულწლოვნების მდგომარეობა ჯერჯერობით შემოყვანიდან დღემდე სტაბილურია, პროგრესირება არ შეინიშნება. ერთ-ერთ მათგანს აქვს სუბფებრილური ტემპერატურა, სხვა კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა.