„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის მეუღლეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
„5 ნიღბიანი პირი ჩემს ქმარს თავს დაესხა. ჩასვეს მანქანაში აუხვიეს თვალები, ხელებშეკრული გაიტაცეს. ის მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მოდულის შენობაში. გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ძალადობდნენ მასზე, უსახელებდნენ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით,“ _ განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.
ინფორმაციისთვის, გუშინ, 8 ივნისს კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა ვრცლად თინა ბოკუჩვას განცხადება



































































