,,ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ორი პირი ოზურგეთიდანაა, ორი ქობულეთიდან, ერთი კი ადგილობრივია”, _ ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ განაცხადა. ზინაიდა გაგუას თქმით, დილით გამოსაკვლევად კიდევ ორი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნება..
,,ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ორი პირი ოზურგეთიდანაა, ორი ქობულეთიდან, ერთი კი ადგილობრივია. ახლა აღებულ იქნა ბიოლოგიური მასალა კიდევ ორ პაციენტზე და ლაბორატორიაში დილით გაიგზავნება. ორივე მათგანი ასაკოვანი პაციენტია, 82 და 86 წლის მამკაცები. ორივეს აღენიშნება პნევმონია. მოგზაურობოს ისტორია და ინფიცირებულთან კონტაქტი არა აქვთ, მაგრამ, გამომდინარე, იქიდან რომ ასაკოვანები არიან და აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ამიტომ ჩავთვალეთ სჭიროდ აგვეღო მათი ნიმუშები.“– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.