როგორც მან “გურია ნიუსს” განუცხადა, “ბლექსი გრუპში” მუშაობდა სამრეცხაოში საიდანაც ხელფასს 300 ლარს იღებდა. მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაითხოვეს სამსახურიდან და 5-6 თვეა, სამსახურის ძიებაშია. მან საქმის კურსში ჩააყენა ადგილობრივი ხელისუფლება და ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილი მიწერა. ირმა დვალიშვილი 2 შვილის დედაა და ათი წელია, რაც მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. მის ოჯახში 4 სული ცხოვრობს.
“ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი. თურქეთშიც კი ვიყავი სამუშაოდ, მაგრამ შეუძლოდ გავხდი და დავბრუნდი. უკან ვეღარ დავბრუნდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ” – აცხადებს ირმა დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ელოდებიან.