მთელი დღის განმავლობაში უფროსი და უმცროსი ასაკის ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ სოფლის უხუცეს და კოლორიტ მცხოვრებლებს.
წელს საპატიო ბუკისციხელად დასახელდა არქეოლოგი ანზორ სიხარულიძე.
საზეიმო საღამოზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ხალხური თუ საესტრადო სიმღერები, ცეკვები და ლექსები.