როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი შეხვდნენ ადილობრივ მოსახლეობას და შემდეგ ბახვის ჰესის მშენებლობა მოინახულეს, სადაც დაახლოებით ათი წუთი გაჩერდნენ.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, „გურია ნიუსმა“ ვერ შეძლო მინისტრების მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკი დაედგინა. პრესსამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ იციან.
თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. ვანო მერაბიშვილის შეხვედრები ყველა მედია საშუალებისთვის არ არის დახურული. მის შეხვედრებს „რუსთავი2“-ის, „იმედისა“ და „პირველი არხის“ წარმომადენლები ესწრებიან. ამ წუთებში ვანო მერაბიშვილს გურიის ხელისუფლებასთან ერთად თხილის საექსპორტო კომპანიაში უმასპინძლეს, რომლის მეპატრონე ბიზნესმენი ბეგი სიორიძეა.